პროექტის შესახებ

          საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება დღეს არც თუ იშვიათად მიიჩნევა არა სიმდიდრედ,არამედ საფრთხედ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის:გვაქვს დაპირისპირება სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის.ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ,მომავალ თაობასაც გადაეცემა.
    პრობლემის ახსნა კი იმით შეიძლება,რომ საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია არამართლმადიდებელი ქართველების დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ.ამას ზედ ემატება არატოლერანტული და სტერეოტიპული აზროვნება -სხვა კონფესიის წარმომადგენლები მიიჩნევიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად და შედეგად ვღებულობთ ღია თუ დაფარულ კონფლიქტებს: მათ გამუდმებით უწევთ იმის მტკიცება,რომ ,,უცხონი’’ კი არა ქართველები არიან.

          პროექტის მიზანია

  •        მოსწავლეები გაეცნონ ჩვენს  ქვეყანაში სხვადასხვა კონფესიების არსებობის იტორიას
  •  მოსწავლეები გაეცნონ,თუ რა დამსახურება მიუძღვით არამართლმადიდებელ ქართველებს საქართველოს სტორიის,კულტურის,საზოგადოების განვითარებაში
  •        გაეცნონ სხვა კონფესიის კულტურულ ძეგლებს
  •     დაძლიონ სტერეოტიპული აზროვნება და სტიგმა.
  •      მოსწავლეებში განავითაროსტოლერანტული კულტურის,განსხვავებულის მიღებისა და დაფასების უნარ-ჩვევა
  •      მოსწავლეებს განუვითაროს ინფორმაციის მოძიების უნარ ჩვევები
  •   ანალიზის, ინფორმაციიც გადამუშავების, შეფასების და  შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევა
  •      აიმაღლონ წიგნიერება და   მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევები
  •  გამოუმუშავოს მოსწავლეებს ინფორმაციაზე წვდომისა და გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვის უნარ-ჩვევები.
  •   აღჭურვოს მოსწავლე იმ უნარ-ჩვევებით,რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მის ინტეგრირებას

Комментариев нет:

Отправить комментарий